ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსებმა კიევს დრონებით დაარტყა

რუსებმა კიევს დრონებით დაარტყა

რუსებმა კიევს დრონებით შეუტია – დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
უკრაინულ Telegram-არხებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მაშველები პეჩერსკის ოლქში ორ გამოძახებაზე მივიდნენ: ერთ-ერთ ლოკაციაზე იწვოდა 4 ავტომობილი, დაზიანდა 2 შენობა და ახლომდებარე ავტომობილები, მეორე მისამართზე კი, უპილოტო საფრენი აპარატის შედეგად გაჩენილი ხანძარი მაშველების მისვლამდე ჩააქრეს.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
ცნობისთვის, კიევში ღამით და დილით ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვა მოქმედებდა. დედაქალაქში საჰაერო თავდასხმის საფრთხის შესახებ განგაში ცოტა ხნის წინ მოიხსნა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.