რუსეთმა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარს დაარტყა

26 დეკემბერს რუსეთის არმიამ დაარტყა უკრაინის ქალაქ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაწარს; წინასწარი ინფორმაციით რვა ადამიანი დაშავდა.
როგორც სამაშველო სამსახური და შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინებიან, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მნიშვნელოვნად დაზიანდა სავაჭრო ნაგებობები. უკრაინსკაია პრავდა იმოწმებს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, სერგეი ლისაკის ნათქვამს, რომ სამი დაშავებული, 39, 63 და 64 წლის ქალები “მძიმე”, მდგომარეობაში არიან, დანარჩენები საშუალო სიმძიმის დაშავება მიიღეს.
მოგვიანებით ლისაკმა დააზუსტა, რომ ერთი დაშავებული ქალი “კრიტიკულ მდგომარეობაშია”. სამი პირი “მძიმედაა.”
რუსეთმა „მასიური“ თავდასხმები მოაწყო უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ქრისტესშობის დღეს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ იერიშს უწოდა კრემლის ჯარების „არაადამიანური“ თავდასხმა, რომელმაც ასობით ათასი ადამიანი დატოვა სიცივეში გათბობის გარეშე და ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია კიევში.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან