არქივი26 დეკემბერი 2024, 15:52
რუსებმა ნიკოპოლში ცენტრალურ ბაზარს დაარტყეს, დაშავებულია 8 ადამიანი

რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ნიკოპოლის ცენტრალურ ბაზარს, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავებულია 8 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მნიშვნელოვნად დაზიანდა ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებული სავაჭრო ობიექტები.
დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის განცხადებით, დაშავებული 8 ადამიანიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია, სამის კი - მძიმე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.