ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 35 000 გვარდიელი შეიყვანა | ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრი

უკრაინის ეროვნული წინააღმდეგობის ცენტრის ცნობით, რუსეთმა უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე 35 000 გვარდიელი შეიყვანა. მათგან ნახევარი რეგულარული ფორმირებებია, რომლებიც დაყოფილია ბრიგადებად და ტაქტიკურ ჯგუფებად.
სამსახურებრივი მანქანებისა და ჯავშანტექნიკის გარდა, ეს დანაყოფები შეიარაღებული არიან ტანკებით, საარტილერიო სისტემებითა და ვერტმფრენებით - "იყენებენ იარაღის მთელ სპექტრს, რათა დაიმორჩილონ ისინი, ვინც არ ეთანხმება რუსულ ოკუპაციას”, - აცხადებენ წინააღმდეგობაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული დანაყოფები 2022 წლის სექტემბრის ყალბი "რეფერენდუმისა" და 2023 წლის სექტემბრის ყალბი "არჩევნების" დროსაც განალაგეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა, სამხედროები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მოქმედების გარდა, აქტიურად მონაწილეობენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში გამართულ პროპაგანდისტულ ღონისძიებებში.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.