რუსეთმა უკრაინაზე მორიგი მასირებული იერიში მიიტანა

დღეს, 13 დეკემბერს რუსეთის ჯარებმა უკრაინის რეგიონებზე მასირებული შეტევა მიიტანეს რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით. მორიგი თავდასხმის გამო საჰაერო განგაშმა უკრაინის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი მოიცვა.
უკრაინის ენერეგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მასირებული შეტევის ძირითადი სამიზნე ისევ ენერგოობიექტები იყო.
ადგილობრივი დროით 10:00 საათის მონაცემებით, ხარკოვსა და ნიკოპოლში დაზიანებულია სახლებიც. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
რუსეთმა უკრაინის ენერგოობიექტების განადგურება ქვეყანაში ფართომასშტაბიანი შეჭრიდან მალევე დაიწყო და ამ სისტემას დღემდე მიზანმიმართულად უტევს. უკრაინაში შექმნილი ენერგოკრიზისი განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში მწვავდება.
უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულად განადგურების გამო, 2024 წლის მარტში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის, ადმირალ ვიქტორ სოკოლოვის და საჰაერო-კოსმოსური ძალების შორეული ავიაციის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ სერგეი კობილაშის დაპატიმრების ორდერები.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ