ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინაზე მიიტანა მორიგი მასირებული შეტევა

უკრაინაში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა რუსეთის მასირებული შეტევის გამო გასულ ღამით გამოცხადებული საჰაერო განგაში. ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა.
უკრაინული მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ოდესის, სუმის და ხმელნიცკის ოლქებში. ხელისუფლება შედეგებზე ჯერჯერობით ბევრს არაფერს იუწყება. ცნობილია, რომ ქალაქ ოდესის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დრონებით დარტყმა იყო ქალაქის სამ სხვადასხვა რაიონში და არიან დაშავებულები.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ ღამით რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინას შეუტიეს 42 დრონით და 5 საზენიტო მართვადი რაკეტით. საჰაერო ძალების თანახმად, დნეპროპეტროვსკის, ოდესის, ხერსონის, ხმელნიცკის, ჩერკასის, ხარკოვის, ვინიცის და სუმის ოლქების ფარგლებში 38 დრონი ჩამოაგდეს.
მარტის დასაწყისიდან რუსეთის საოკუპაციო ძალები განსაკუთრებით ხშირად ოდესას უტევენ. 2 მარტს, დრონებით შეტევის შედეგად ოდესაში დაინგრა მრავალბინიანი სახლი. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.