ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში კვლავ მიიტანა, უკრაინელებმა 37-დან 33 შაჰედი ჩამოაგდეს

8 მარტის გამთენიისას რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მორიგი საჰაერო იერიშები მიიტანა, რომლის დროსაც უკრაინელებმა 37-დან 33 შაჰედის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.
დრონების გარდა რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა თავდასასხმელად გამოიყენეს С-300-ის მართვადი ერთი საზენიტო რაკეტა და 2 მართვადი რაკეტა Х-59. როგორც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, დრონები ოკუპირებული ყირიმიდან, ბალაკლავიდან გაუშვეს.
იერიშების სამიზნეები იყო კიროვოგრადის, ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქები. ოდესის ოლქში დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, როგორც ამას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების სარდლობაში ამბობენ. ამას გარდა, უკრაინის ცნობით, ხარკოვის ოლქში, ჩუგუევის დასახლებაში დაშავდა 5 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი და 3 წლის ბიჭი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.