ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური კომბინირებული საჰაერო იერიში მიიტანა

რუსეთის მასშტაბური კომბინირებული თავდასხმის გამო, 7 დეკემბერს მთელი უკრაინის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოცხადდა.
კიევის ცნობით, რუსეთმა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე იერიში მიიტანა 5 ბალისტიკური რაკეტისა და სხვადასხვა ტიპის 241 დრონის მეშვეობით. საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 179 სამიზნის ჩამოგდება შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 1600-ზე მეტი დრონი, 1200 მართვადი საავიაციო ბომბი და 70 რაკეტა გაუშვა.
„ამ დარტყმების მთავარი სამიზნე ინფრასტრუქტურაა, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებას უზრუნველყოფს. დარტყმა იყო დღესაც: 240-ზე მეტი დრონი და ხუთი ბალისტიკური რაკეტა, დაზიანებებია შვიდ ოლქში. სამწუხაროდ, არიან დაღუპულები სლავიანსკსა და ჩერნიჰივის ოლქში“, — განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, კიევი აგრძელებს პარტნიორებთან მუშაობას თავდაცვის გასაძლიერებლად.
„პრიორიტეტი აშკარაა — მეტი სისტემა და რაკეტა საჰაერო თავდაცვისთვის, მეტი მხარდაჭერა ჩვენი დამცველებისთვის. თითოეული შეთანხმება უფრო სწრაფად უნდა განხორციელდეს“, — დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.