არქივი16 ოქტომბერი, 2025, 10:57
რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა – რამდენიმე ქალაქში აფეთქებები იყო

რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა – რამდენიმე ქალაქში აფეთქებები იყო. საჰაერო განგაშია უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. ოკუპანტებმა უკრაინას აერობალისტიკური რაკეტებით შეუტიეს.
დილის ექვსი საათისთვის კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციამ დედაქალაქის მცხოვრებთ მოუწოდა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ უახლოეს თავშესაფრებში.
როგორც Telegram-არხებიდან უკრაინული მედია იუწყება, აფეთქებები იყო ხარკოვში, პოლტავაში, იზიუმსა და კროპივნიცკიში. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.