ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა უკრაინაში ნახშირის მაღარო დაბომბა, რომელშიც 192 ადამიანი დარტყმის მომენტში მუშაობდა

რუსეთმა უკრაინაში ნახშირის მაღარო დაბომბა, რომელშიც 192 ადამიანი დარტყმის მომენტში მუშაობდა

რუსეთმა უკრაინაში ნახშირის მაღარო დაბომბა, რომელშიც 192 ადამიანი დარტყმის მომენტში მუშაობდა
რუსეთმა დნეპროპეტროვსკის ოლქში მდებარე ნახშირის მაღაროზე იერიში მიიტანა.
ინფორმაციას დონბასის თბოენერგეტიკული კომპანია (ДТЕК) ავრცელებს.
დარტყმის მომენტში მიწის ქვეშ 192 ადამიანი იმყოფებოდა, მიმდინარეობს მაღაროელების ევაკუაცია, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არის.
"გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად მტერმა უკრაინულ ენერგეტიკაზე კვლავ მიიტანა იერიში. თავდასხმის მომენტში მიწის ქვეშ მაღაროს 192 თანამშრომელი იმყოფებოდა. მიმდინარეობს ჩვენი კოლეგების ევაკუაცია. ეს ბოლო ორ თვეში რიგით მეოთხე მასშტაბური იერიშია ДТЕК-ის საწარმოებზე". – წერია თბოენერგეტიკული კომპანიის განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.