ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა | უკრაინის ცნობით, განადგურდა ყველა სამიზნე, არიან დაშავებულები

რუსეთმა 13 დეკემბრის ღამეს კიევს ბალისტიკური იარაღით შეუტია. კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი პოპკომ განაცხადა, რომ რაკეტები მტერმა დაახლოებით ღამის სამ საათზე გაუშვა.
მისივე განცხადებით, საჰარეო თავდუაცვამ გაანადგურა მტრის ყველა სამიზნე, თუმცა ნამსხვრევები ქალაქის სამ მარცხენა სანაპირო რაიონებში ჩავარდა.
დარნიცკის რაიონშიკერძო სახლში გაჩნდა ხანძარი, დნეპრის რაიონში - ცხრასართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე ბინა დაზიანდა, ეზოში მდგარ 4 მანქანას კი ცეცხლი გაუჩნდა. გარდა ამისა, უკრაინული მხარის ცნობით, ხანძარი გაჩნდა კერძო სახლშიც.
დესნიანსკის რაიონში ნამსხვრევები ჩავარდა ღია ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე.
ჯამში 23 ადამიანი დაშავდა. მათგან 13 სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.