არქივი7 მაისი, 2025, 11:52
რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა – არის მსხვერპლი

გვიან ღამით, რუსეთმა კიევზე იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო სულ მცირე, 8 დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა თავდასხმის დროს ბალისტიკური რაკეტები გამოიყენა. კლიჩკოს თქმით, იერიშის შედეგად დაშავებულებს შორის არიან ბავშვები – ყველა დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.
რამდენიმე რაიონში დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და გაჩნდა ხანძარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.