დაღესტანში შეიარაღებული პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი

დაღესტანში შეიარაღებული პირები პოლიციელებს თავს დაესხნენ, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაჰაჩყალაში შეიარაღებული პირების მიერ საგზაო პოლიციის თანამშრომლებზე თავდასხმის შედეგად ერთი პოლიციელი დაიღუპა, ხოლო ორი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ შვიდი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი სამოქალაქო პირი.
„ასევე, ორი მძიმედ დაჭრილი თავდამსხმელი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია დაღესტნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დაღესტნის მეთაურის, სერგეი მელიკოვის განცხადებით, პოლიციელები ავტომობილის გაჩერებას ცდილობდნენ, როდესაც მათ მძღოლმა ცეცხლი გაუხსნა.

ასევე დაგაინტერესებთ

„ფაშისტურ-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე არასრულწლოვანს, რომელსაც დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების მიმართ ძალადობის და წამების ორგანიზება ედებოდა ბრალად, 14 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

შალვა პაპუაშვილი გახარიას პარტიის წევრებზე – ძალიან მომაბეზრებელია მათი დამოკიდებულება – პარლამენტის სხდომები სპეციფიკური სივრცეა, სადაც კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს იღებენ, აქ ხელისუფლების სხვა შტოებიდან ზედმეტი ჩარევა სწორი არაა