რუსეთმა იაპონიას ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის შესახებ აცნობა: ამ პირობებში მოსკოვი შეუძლებლად მიიჩნევს…

რუსეთის ფედერაციამ იაპონიასთან ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივი შეთანხმება შეწყვიტა, რომლის ვადა 2024 წლის 21 მაისს იწურებოდა. ამის შესახებ მოსკოვმა ტოკიოს უკვე აცნობა. ეს  რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, რაზეც TASS წერს.

მათ განცხადებაში ასევე წერია, რომ იაპონია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას ხელმძღვანელობით ახორციელებს უხეშ ანტირუსულ პოლიტიკას, რომელიც მოიცავს სანქციების განხორციელებას და სხვა ზომებს, რომლებიც მიზნად ისახავს რუსეთისთვის ზიანის მიყენებას, ისევე როგორც სამხედრო აქტივობის გაძლიერებას რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში.

„ამ პირობებში მოსკოვი შეუძლებლად მიიჩნევს არამეგობრულ სახელმწიფოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას ისეთ საკითხებში, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებსაც მოიცავს“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, ამ ორმა ერმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1993 წლის ოქტომბერში ჩამოაყალიბა ბირთვული იარაღის შემცირების თანამშრომლობის კომიტეტი და სწორედ მაშინ მოეწერა ხელი ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ორმხრივ შეთანხმებას, რომელიც მიზნად ისახავდა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და გარემოსდაცვითი საკითხების გადაწყვეტაში თანამშრომლობის ხელშეწყობას.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ