ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პუტინი სკოლის მოსწავლეებს რუსეთის ბირთვული იარაღის შესაძლებლობებზე ესაუბრა

4 დეკემბერს მოსკოვში რუსეთის მიღწევების გამოფენა გაიმართა, სადაც პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სკოლის მოსწავლეებს რუსეთის ბირთვულ შესაძლებლობებზე და ბირთვული ბომბის აფეთქების დეტალებზე ესაუბრა.
რუსეთის მიღწევების გამოფენაზე ბავშვებისთვის ასევე წარმოდგენილი იყო ბირთვული ბომბის სიმულაციური "წითელი ღილაკი". პუტინმა ბირთვული ბომბის "წითელ ღილაკზე" ხელის დაჭერისგან თავი შეიკავა.
სიტყვით გამოსვლისას ვლადიმირ პუტინმა ბავშვებს აუხსნა საბჭოთა ბირთვული იარაღის დიზაინი, აჩვენა ბირთვული ბომბის სიმულაციური კონტროლის პანელი და აფეთქების შემდგომ წარმოქმნილი სოკოს ფოტოები.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.