არქივი23 დეკემბერი 2023, 09:11
რუსეთმა დროებით ოკუპირებულ ცხინვალს დაფინანსება შეუმცირა
რუსეთმა დროებით ოკუპირებულ ცხინვალს დაფინანსება შეუმცირა. კრემლმა სოციალურ-ეკონომიკურ პროგრამას გადახედა და ამ მიმართულებით დადგენილი თანხები შეკვეცა,
მარიონეტული რეჟიმი ახლა არასაკმარის თანხებზე საუბრობს და აცხადებს, რომ დაახლოებით 300 მილიონის რუბლის შემცირების ფონზე, პრობლემები ექნებათ. ოკუპირებულ რეგიონს ოკუპანტისგან არც საინვესტიციო პროექტებისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო დახმარება მიუღია.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 დეკემბერი 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.