ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

მოძრაობა აფხაზეთისთვის: დროებით ოკუპირებულ გალში მოკლული კარბაია დღეს დაკრძალეს

"მოძრაობა - აფხაზეთისთვის" ავრცელებს ინფორმაციას, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მოკლული საქართველოს მოქალაქე, თემურ (ვიტალი) კარბაია დღეს დაკრძალეს გალის სოფელ წარჩეში.
მათი ინფორმაციით, ცხედარს გუშინ ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომელიც ამტკიცებს, რომ კაცი ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებებით დაიღუპა.
"დღეს აფხაზეთში, გალში - სოფელ წარᲩეᲨი. მიწას მიაბარეს ე.წ. მილიციელების - ზარაქუა, კვეკვესქირი და აბშილავას მიერ ცემით მოკლულ ვიტალი კარბაია. ჩვენი ინფორმაციით გუშინ საღამოს გალის რაიონის ხელმძღვანელის მიერ იყო მოთხოვნა, ჩატარებულიყო ექსპერტიზა, რომელიც ჩაუტარდა. ექსპერტიზამ დაამტკიცა ცემის შემდგომ მიყენებული დაზიანების შედეგად გარდაცვალება", - წერს მოძრაობა.
შეგახსენებთ, რომ 9 დეკემბერს ოკუპირებულ გალში საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა ჩხრეკის მიზნით გააჩერეს და სასტიკად სცემეს საქართველოს მოქალაქეს, თემურ (ვიტალი) კარბაიას. მოგვიანებით ის ე.წ. მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც, სავარაუდოდ, ფიზიკური ანგარიშსწორება გაგრძელდა. მიყენებული დაზიანებების გამო, კარბაია საავადმყოფოში მიყვანისთანავე დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.