ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია მატარებელი, სკოლები და საბავშვო ბაღები

რუსეთმა დნეპრს ბალისტიკური რაკეტებით დაარტყა - არიან დაღუპულები და დაშავებულები, დაზიანებულია მატარებელი, სკოლები და საბავშვო ბაღები

რუსეთმა დღეს უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქზე ბალისტიკური რაკეტების გამოყენებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და „უკრზალიზნიცის“ მატარებელი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტრის თავდასხმის გამო დნეპრში ხანძარი გაჩნდა. დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. კერძოდ, საერთო საცხოვრებელი, სპორტული დარბაზი, ადმინისტრაციული შენობა. დაზიანდა მატარებელი“, - აღნიშნა ლისაკმა.
მისი თქმით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები.
ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დნეპრში, რუსეთის თავდასხმის შედეგად, დაზიანდა სკოლები და საბავშვო ბაღები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.