ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა რამდენიმე

ირანმა ისრაელს ბალისტიკური რაკეტებით შეუტია, რის გამოც ქვეყნის სამხრეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილებში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა, – ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, იმ ადგილებში, სადაც სირენების ხმა ისმის, მშვიდობიან მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენის მითითება მიეცა.
ისრაელის თავდაცვის ძალების შეფასებით, დღეს დილით ირანიდან ისრაელის მიმართულებით ექვსი რაკეტა გაისროლეს. პირველი შეტევა ორი რაკეტით განახორციელეს, მეორე კი – ოთხით.
მეორე თავდასხმის დროს ერთი რაკეტა ბეერ-შებაში საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა. დაიღუპა სამი ადამიანი, რამდენიმე კი – დაშავდა.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანსა და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია