ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს

რუსეთმა და ჩინეთმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ერთობლივი საჰაერო პატრულირება ჩუკოტკისა და ბერინგის ზღვებისა და წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილის თავზე ჩაატარეს.
ბომბდამშენების დაცვას რუსული „სუ-30სმ“ და „სუ-35ს“ ტიპის გამანადგურებლები უზრუნველყოფდნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ფრენის ხანგრძლივობა ხუთ საათზე მეტი იყო და თვითმფრინავებს სხვა სახელმწიფოების საჰაერო სივრცე არ დაურღვევიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.