“რუსეთმა განზრახ დაბომბა საცხოვრებელი ტერიტორიები” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.
629 რაკეტა და დრონი ერთ ღამეში უკრაინის თავზე: ეს არის რუსეთის მშვიდობის იდეა. ტერორი და ბარბაროსობა. ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვები. განზრახ დაბომბეს საცხოვრებელი ტერიტორიები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. დაზიანდა ევროკავშირის დელეგაციისა და ბრიტანეთის საბჭოს ოფისები. საფრანგეთი უმკაცრესად გმობს ამ უაზრო და სასტიკ თავდასხმებს. სრული მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს და ღრმა თანაგრძნობა ყველა მგლოვიარე ოჯახის მიმართ,” – წერს ემანუელ მაკრონი.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის დედაქალაქზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებულ თავდასხმას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 48 კი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით რუსეთმა უკრაინის ქალაქების დამობმა 629 რაკეტითა და დრონით.

ასევე დაგაინტერესებთ

“760 ლარზე ვმუშაობთ დღე და ღამე, ვაკვდებით ზამთარ-ზაფხულ მუშები. 20-ში უნდა დარიცხულიყო ხელფასები, 21-ა დღეს, კომუნალურებია გადასახდელი, თქვენ რომ გაქვთ სხვა შემოსავლები ყველა მასე კი არ არი”

“პოლიციელი ცდილობდა ყველანაირად გადაეფიქრებინა, რომ მე მისთვის მეჩივლა, ამ რუსი ადამიანისთვის და მიზეზი და შესაშინებელი ფაქტორი ჰქონდა ის, რომ მე მომიწევდა სასამართლოებზე სიარული…”