უკრაინის გენშტაბი: გასულ ღამეს რუსეთმა უკრაინას 537 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტია

31 აგვისტოს ღამეს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის რამდენიმე ქალაქს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს.
უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში, რუსეთმა უკრაინაზე 537 უპილოტო საფრენი აპარატით, 8 ბალისტიკური და 37 ფრთოსანი რაკეტით მიიტანა იერიში.
მასიური თავდასხმის შედეგად ქალაქ ზაპოროჟიეში 34 ადამიანი დაშავდა. ქალაქის საბჭოს მდივნის, რეგინა ხარჩენკოს ინფორმაციით, შეტევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი.
რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს შეტევა ოდესის ოლქზე.
ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, ყველაზე მეტად დაზარალდა ქალაქი ჩერნომორსკი და მიმდებარე ტერიტორიები.
მისი თქმით, დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რის შედეგადაც 29 ათასზე მეტი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ასევე დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და ადმინისტრაციული შენობები.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი: ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, როგორც იქნა მოხდა კონსტიტუციურ ჩარჩოებში პრეზიდენტის ინსტიტუციის მოქცევა. როგორც მოგეხსნებათ, ჩემმა წინამორბედმა განსხვავებული გზა აირჩია