არქივი28 მარტი, 2026, 11:40
რუსეთი 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტს კრძალავს
11
რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრე ნოვაკმა ენერგეტიკის სამინისტროს დაავალა მოამზადოს დადგენილების პროექტი 2026 წლის 1 აპრილიდან ბენზინის ექსპორტის აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც რუსული მედია აღნიშნავს, აღნიშნული ძალისხმევა ბენზინზე ფასების სტაბილიზაციასა და შიდა ბაზრის მომარაგების უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასმა არ მოიმატოს.
ბენზინის ექსპორტის აკრძალვა 31 ივლისამდე იმოქმედებს. ის გავრცელდება, როგორც მწარმოებლებზე, ისე არა მწარმოებლებზე, თრეიდერებზე.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.