ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი ბენზინის ექსპორტს სრულად კრძალავს

რუსეთი ბენზინის ექსპორტს სრულად კრძალავს
რუსეთი ბენზინის ექსპორტს სრულად კრძალავს - ინფორმაციას რუსული მედია TACC ავრცელებს და წერს, რომ აკრძალვა ძალაში 1 აპრილიდან შევა. ინფორმაცია რუსულ მედიას ორმა წყარომ მას შემდეგ დაუდასტურა, რაც რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრე ნოვაკსა და სხვადასხვა ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. წყარო TACC-ს უყვება, რომ აკრძალვა 31 ივლისამდე გაგრძელდება. რუსული მედია წერს, რომ ეს გადაწყვეტილება შიდა ბაზარზე ფასების ზრდის აღკვეთასა და საწვავის დეფიციტის თავიდან აცილებას ემსახურება, რაც გლობალური ენერგოკრიზისით არის განპირობებული. მათივე ცნობით, შეზღუდვა აქამდე მხოლოდ არამწარმოებელ ტრეიდერებზე ვრცელდებოდა, თუმცა ახალი რეგულაციით ექსპორტი უშუალოდ ნავთობკომპანიებსაც [მწარმოებლებს] აეკრძალებათ.
🔴 ექსპორტის აკრძალვის შესახებ საკითხი რუსეთში დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ქვეყნის შიგნით საწვავზე ფასების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა.
🔴 პარალელურად, უკრაინელები რუსეთში ინტენსიურად ბომბავენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, პორტებსა და სხვადასხვა ენერგოობიექტებს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.