არქივი26 ნოემბერი, 2023, 14:39
რუსეთი: ცენტრალურ რეგიონებში, სულ მცირე, 24 უკრაინული დრონი ჩამოვაგდეთ
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გუშინ ღამით რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში, სულ მცირე, 24 უკრაინული დრონი და 2 რაკეტა ჩამოაგდეს.
უწყების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატები თავს დაესხნენ მოსკოვის, ტულის, კალუგის, სმოლენსკისა და ბრიანსკის რეგიონებს.
ამავდროულად, სამინისტრო აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე მოიგერია ორი უკრაინული С-200-ის ტიპის რაკეტა.
მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, დრონების სამიზნე რუსეთის დედაქალაქი იყო და თავდასხმების გამო დომოდედოვოსა და ვნუკოვოს აეროპორტებში გარკვეული ვადით ფრენები შეჩერდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.