ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის და ჩრდ. კავკასიის ნაწილში 2031 წლამდე მაინინგს კრძალავს

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის და ჩრდ. კავკასიის ნაწილში 2031 წლამდე მაინინგს კრძალავს

რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი იმ ადგილების სიაში შეიყვანა, სადაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2031 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალება. ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს.
რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს კრძალავს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში.
მაინინგი ირკუტსკის ოლქის, იმიერბაიკალეთის მხარისა და ბურიატეთის რესპუბლიკის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონკრეტული გრაფიკით, არასრულად აიკრძალება - 2025 წელს 1 იანვრიდან 15 მარტამდე, ხოლო მომდევნო წლებში 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე პერიოდში.
მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრიდან რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზების კანონი მოქმედებს, რომლითაც არარეგისტრირებულ მაინერებს ელექტროენერგიის ლიმიტად თვეში 6 000 კილოვატი უწესდებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.