ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის და ჩრდ. კავკასიის ნაწილში 2031-მდე მაინინგს კრძალავს

რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიის და ჩრდ. კავკასიის ნაწილში 2031-მდე მაინინგს კრძალავს

რუსეთმა ჩრდილოეთ კავკასიისა და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილი იმ ადგილების სიაში შეიყვანა, სადაც 2025 წლის 1 იანვრიდან 2031 წლამდე კრიპტოვალუტის მაინინგი აიკრძალება.
ამის შესახებ რუსული სამთავრობო გამოცემა ТАСС წერს.
რუსეთის მთავრობა კრიპტოვალუტის მაინინგს კრძალავს დაღესტანში, ინგუშეთში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ჩრდილოეთ ოსეთში, ჩეჩნეთში, ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებსა და ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში.
ამასთან, მაინინგი ირკუტსკის ოლქის, იმიერბაიკალეთის მხარისა და ბურიატეთის რესპუბლიკის ზოგიერთ ტერიტორიაზე კონკრეტული გრაფიკით, არასრულად აიკრძალება – 2025 წელს 1 იანვრიდან 15 მარტამდე, ხოლო მომდევნო წლებში 15 ნოემბრიდან 15 მარტამდე პერიოდში.
რუსეთის მთავრობამ ТАСС-ს შეატყობინა, რომ ასეთი ტერიტორიების სია დასრულებული არ არის და შეიძლება შეიცვალოს.
1 ნოემბრიდან რუსეთში კრიპტოვალუტის მაინინგის ლეგალიზების კანონი მოქმედებს, რომლითაც არარეგისტრირებულ მაინერებს ელექტროენერგიის ლიმიტად თვეში 6 000 კილოვატი უწესდებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.