არქივი17 ნოემბერი, 2023, 13:57
რუსეთი უკრაინაში "მაიდან-3“-ს გეგმავს, რომლის მიზანი პრეზიდენტის გადაყენებაა-ზელენსკი
უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის განცხადებით, რუსეთი გეგმავს უკრაინის საზოგადოებაში განხეთქილების დათესვას ქვეყნის შიგნით „ქაოსის“ შექმნით და საბოლოოდ, პრეზიდენტის გადაყენებით, - ინფორმაციას Bloomberg-ი აქვეყნებს.
„ჩვენს დაზვერვას აქვს ინფორმაცია, რომელიც ასევე მოვიდა ჩვენი პარტნიორებისგან“, - ციტირებს გამოცემა ზელენსკის, რომელიც დეზინფორმაციის გეგმას „მაიდან 3“-ს უწოდებს.
"მაიდანი“ მათთვის გადატრიალებაა, ამიტომ ოპერაცია გასაგებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
არქივის შესახებპირველწყარო: newsline.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.