არქივი16 ოქტომბერი, 2025, 08:08
რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

რუსეთი უკრაინას რაკეტებით უტევს, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში აფეთქებების ხმები ისმის, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს,
მათივე ინფორმაციით, აფეთქებები იყო ხარკოვში, კროპივნიცკიში, იზიუმსა და პოლტავაში.
მანამდე, საჰაერო ძალებმა რუსული MiG-31K-ის აფრენის შესახებ განაცხადეს და უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსული რაკეტები დაფიქსირდა პავლოგრადის, დნეპრისა და პოლტავას მიმართულებებით.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.