„რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვის სანაცვლოდ არ დათმობს – რუსეთი იქნება სუვერენული, ან საერთოდ არ იარსებებს“ – პუტინი

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, – ამის შესახებ ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს.
„უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, – აღნიშნა პუტინმა .
მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს.
ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ მოწიფულობა და სტაბილურობა გამოავლინა.
„ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ გამოავლინა სიმწიფე, ძალა და სტაბილურობა. ჩვენ ვუპასუხეთ გამოწვევებს, რადგან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად მივყვებით სუვერენიტეტის განმტკიცების გზას”, – განაცხადა პუტინმა.
ცნობისთვის, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ს კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ