“მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე რუსეთი ყველა მიზანს არ მიაღწევს” – ვლადიმერ პუტინი პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით გეგმავს

“მშვიდობა არ იქნება იქამდე, ვიდრე რუსეთი ყველა მიზანს არ მიაღწევს” – ამბობს ვლადიმერ პუტინი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტობას კიდევ ერთი ვადით გეგმავს. პუტინი არჩევნებში ისევ დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.
71 წლის პუტინი, უკვე 20 წელია, რუსეთის ფედერაციას მართავს. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო არჩევნები 3-დღიანი იქნება. დაიწყება 15 მარტს და 17-ში დასრულდება.
ვლადიმერ პუტინი უკვე დარეგისტრირდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი – ის საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა, თუმცა თვითონ ამ ღონისძიებას არ დასწრებია.
პრეზიდენტის პრესკონფერენცია ეს ერთგვარი სანახაობაა, რომელსაც კრემლი მოსახლეობას ყოველწლიურად სთავაზობს. 2 მილიონი კითხვიდან მხოლოდ რამდენიმე შეირჩა. როგორც წესი, ამ პრესკონფერენციაზე კრიტიკული კითხვები არ ისმის. არც წლევანდელი კონფერენცია იყო გამონაკლისი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში