რუსეთი საქართველოს გაზის და ნავთობპროდუქტების მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელის მოთხოვნების შესრულებამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზე და გაართულოს ორ ქვეყანაში მცხოვრებ ახლობლებს შორის კონტაქტები.
მე ასევე მინდა შეგახსენოთ რომ ისინი ვერ უარყოფენ და მხოლოდ დაეთანხმებიან რომ ყოველი მეოთხე ტურისტი საქათველოში რუსეთიდანაა, ისინი არიან ფინანსურად უზრუნველყოფილი ტურისტები. ამ ტურისტებს საქრთველოში ჩამოყავთ მეგობრები რომლებიც ასევე, ხდებიან საქრთველოს გულშემატკივრები. ქართული სამზარეულოს და საქართველოს ისტორიის მოყვარულები. საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვლისწინებით იქნება დარტყმა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის. ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებს ნათესავების ურთიერთობებს, რომლებიც რუსეთსა და საქართველოში ცხოვრობენ. გახსოვთ შემოვლითი გზებით როგორ დადიოდნენ ერთმანეთის სანახავად? გახსოვთ რამდენი ფული უჯდებოდათ ეს ყველაფერი? ეს არის ის რისი მიღწევაც ევრიკავშირს უნდა. საქართველოს ასევე მოუწევს შეუერთდეს ენერგეტიკულ ემბარგოს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, თუმცა ეს ენერგეტიკული ემბარგო არ არის ჩვენს წინააღმდეგ, ეს არის მათ მიერ საკუთარი თავის წინაღმდეგ დაწესებული ენერგეტიკული ემბარგო. შეგახსენებთ რუსეთი არის საქართველოში ნავთობპროდუქტების და გაზის ერთერთი ძირითადი მიმწოდებელი. ევროკავშირში გაწევრიანებით საქართველო დაკარგავს რუსეთთან პრეფერენციულ ვაჭრობას რომელიც საქართველოსათვის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ბაზარია, – განაცხადა მან.
ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, თბილისს მოუწევს შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკულ ემბარგოს. მან გაიხსენა, რომ რუსეთი კვლავ რჩება საქართველოსთვის ნავთობპროდუქტებისა და გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად.




