ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს

რუსეთის სამარის ოლქში ორ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დრონები დაესხნენ თავს - ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი, დმიტრი აზაროვი ადასტურებს.
აზარივისვე თქმით, უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შედეგად ცეცხლი გაჩნდა, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
გასულ დღეებში რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმები გახშირდა. ამას გარდა, 12 მარტს უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეთა ქვედანაყოფებმა საზღვარზე შეტაკებები წამოიწყეს. ბრძოლები კურსკისა და ბელგოროდის ოლქის საზღვარზე მიმდინარეობდა. პროუკრაინული ძალების მტკიცებით, მათ კურსკის მიმართულებით საზღვარი გაარღვიეს.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.