რუსეთი ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების “დადგენას” ითხოვს
რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების დადგენას ითხოვს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
“ძირითადი ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ რესპუბლიკების მიმართ, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით. ასევე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით და მათი შემდგომი დემარკაციით… ამ მიზნების აქტუალობა იზრდება შავი ზღვის რეგიონში აშშ-სა და NATO-ს პროვოკაციული ქმედებების ფონზე, სამხედრო-საწვრთნელი ქმედებების გააქტიურების და ალიანსის შემდგომი გაფართოების გეგმების განხორციელების ჩათვლით. მათ შორის, მის შემადგენლობაში საქართველოს მიღებით,” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.