საქართველო VS რუსეთი: ევროსასამართლომ „ბორდერიზაციის“ საქმეზე რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დარღვევა დაადგინა საქმეზე “საქართველო ს წინააღმდეგ”. გადაწყვეტილებაში, რომელიც პალატამ დღეს, 9 აპრილს, გამოიტანა, „ბორდერიზაცია“ შეფასებულია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ მემკვიდრეობად.
სტრასბურგის სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა შემდეგი მუხლების დარღვევას:
· ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება);
· ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი (არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა);
· ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება);
· ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება);
· პირველი ოქმის პირველი მუხლი (საკუთრების უფლების დაცვა);
· მე-2 მუხლი (განათლების უფლება); მე-4 ოქმის მე-2 მუხლი (გადაადგილების თავისუფლება).

ევროსასამართლო მიუთითებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის შეიარაღებულმა კონფლიქტმა გამოიწვია პროცესი, რომელიც დაიწყო 2009 წელს და ცნობილია, როგორც „ბორდერიზაცია“, რომელიც უკრძალავს ხალხს ადმინისტრაციული საზღვრების თავისუფლად გადაკვეთას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებს შორის ( და ე.წ. სამხრეთი ოსეთი). ეს შეფასებულია, როგორც „2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული მემკვიდრეობა“.
ევროსასამართლოში წარდგენილ განაცხადში საქართველოს მთავრობა ამტკიცებდა, რომ ადამიანები დახოცეს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში შესვლის ან გასვლის მცდელობისას, ხოლო სხვები დააპატიმრეს, დააკავეს და/ან ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას ადმინისტრაციული საზღვრის „არალეგალურად გადაკვეთისთვის“.
ხალხს წაართვეს მიწა, რომელსაც ისინი სოფლის მეურნეობისთვის იყენებდნენ, განცალკევდნენ ოჯახის წევრები და ბავშვებს აიძულებდნენ, აერჩიათ რუსულ ენაზე სწავლა ან ხანგრძლივი და სახიფათო მგზავრობა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სკოლაში გაკვეთილებზე დასასწრებად.
სასამართლომ დაადგინა, რომ მას ჰქონდა საკმარისი მტკიცებულებები, კერძოდ, მსხვერპლთა სიები, ჩვენებები, მედიის ანგარიშები, საერთაშორისო მასალები და დაასკვნა, რომ სავარაუდო ინციდენტები არ იყო იზოლირებული და იყო საკმარისად მრავალრიცხოვანი და ურთიერთდაკავშირებული, რათა მოეცვა დარღვევების სქემა ან სისტემა. უფრო მეტიც, ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების აშკარა ნაკლებობამ და ზოგადი ზომების გატარებამ ყველა პირთან მიმართებით დაადასტურა, რომ რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად ლოიალური იყო მსგავსი პრაქტიკის მიმართ.
ევროსასამართლოში საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ კიდევ სამი საჩივარი აქვს შეტანილი. ასევე, სასამართლოში ჯერ კიდევ განსახილველია 200-მდე ინდივიდუალური საჩივარი საქართველოს, რუსეთის ან ორივე სახელმწიფოს წინააღმდეგ 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან ან „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას 9 აპრილს გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
„ქართველი ხალხის ბრძოლა სამართლიანობისთვის გრძელდება, რომელშიც წარმატების მისაღწევად, იმის ცოდნასთან ერთად, რომ მართალი ხარ, აუცილებელია, ეს სიმართლე დაამტკიცო. სწორედ შეუდავებელი, აპელაციას არაქვემდებარე სიმართლე, რომელიც ჩვენს ხელშია, გაუძღვება საქართველოს შემდგომი დიდი გამარჯვებებისკენ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ბრეგაძემ აღნიშნა, რომ ევროსასამართლოს 9 აპრილის გადაწყვეტილებით, „მკაფიოდ გაესვა ხაზი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე „ბორდერიზაციის“ პროცესის უკანონობას. კონვენციასთან შეუსაბამოდ გამოცხადდა დე ფაქტო ორგანოების მიერ გამოცხადებული ნებისმიერი შეზღუდვა, ასევე დადგინდა, რომ სისტემატურად ირღვევა სიცოცხლის უფლება, წამების და არასათანადო მოპყრობის აკრძალვა, თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება, საკუთრების უფლება და გადაადგილების თავისუფლება“.
2022 წლის მარტში რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის გამო. 2022 წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს, თუმცა ევროპის საბჭო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი ვალდებულია, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე, რომელთა წარმოებაც 2022 წლის 16 სექტემბრამდეა დაწყებული. მოსკოვმა გასული წლის მარტში შეწყვიტა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულება, ასევე მათი აღსრულების თაობაზე ანგარიშგება.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩიბურდანიძე: როგორც ქართველების ბრძოლამ დაასრულა რეალურად საბჭოთა კავშირი, ისე ასრულებს დღევანდელი საქართველო ძველ პოლიტიკას და ათამამებს ევროპას სრული სუვერენიტეტისთვის. საქართველო ფლაგმანია ამ ბრძოლაშიც

თორნიკე ნაროზაული: ხალხს აკა მორჩილაძის ან ხვიჩა კვარაცხელიას აზრის მოსმენა კი არ სურდათ, არამედ ის უნდოდათ, მათ აზრს დათანხმებულიყვნენ ეს ადამიანები- ამას ფანატიზმი ჰქვია, ბოლშევიკები სხვას არაფერს აკეთებდნენ