ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი თურქეთიდან კვერცხის მეორე დიდ პარტიას მიიღებს

უახლოეს მომავალში რუსეთი თურქეთიდან კვერცხების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, ამის შესახებ მიმწოდებელ კომპანიაზე - ОЗК ჯგუფზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს. 3 იანვარს, ქვეყანაში უკვე შევიდა 300 ათასზე მეტი თურქული კვერცხი.

„დატვირთვის დაწყება იგეგმება უახლოეს მომავალში. კვერცხის პარტია გაცილებით დიდი იქნება, ვიდრე უკვე შემოტანილია რუსეთის ფედერაციაში“, - განუცხადა „ინტერფაქსს“ ОЗК-ის წარმომადგენელმა.
13 დეკემბერს მთავრობამ დაამტკიცა ნულოვანი ტარიფი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა მიმდებარე ქვეყნებიდან იმპორტირებულ კვერცხზე 2024 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე პერიოდში.

აზერბაიჯანიდან რუსეთში კვერცხის შეტანა 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ 21 თურქულმა საწარმომ მიიღო კვერცხების რუსეთის ფედერაციაში ექსპორტის უფლება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.