პოდოლიაკი: მოლაპარაკება არ იქნება, იქნება ულტიმატუმები, რომელთაც რუსეთი მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ს განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები არ იქნება. ამის ნაცვლად, რუსულ მხარეს ულტიმატუმებს წაუყენებენ, რომლებსაც მისივე თქმით, მიიღებს. ამის შესახებ პოდოლიაკმა გადაცემის „VIP ნატალია მოსეიჩუკთან ერთად“ ეთერში განაცხადა.

„მოლაპარაკება არ იქნება. ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. რუსეთის ფედერაციის მიმართ იქნება ულტიმატუმის ტიპის მოთხოვნები და რუსეთი მათ მიიღებ“, – აცხადებს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ უკრაინის დასავლელი პარტნიორები უფრო მეტ რესურსს მომართავენ მათკენ.

„ეს არის დიდი, მასშტაბური, ინტენსიური, რთული და სისხლიანი [ომი]. ყველა რესურსი ჩართულია და ჩვენი დასავლელი პარტნიორები კიდევ უფრო მეტ რესურსს მომართავენ იმის მიუხედავად, რომ მათ დისკუსიები ექნებათ“, – ამბობს პოდოლიაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

“ლელო“ – პოლიტიკური შეხედულებების და სამოქალაქო პოზიციის გამო ადამიანებზე თავდასხმა რუსული ავტოკრატიული რეჟიმის ხერხებით სამოქალაქო უფლებების გათელვის და დაშინების მორიგ მცდელობას წარმოადგენს