ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი თვლის, რომ ჰამასის ლიდერის მოკვლა „მშვიდობის“ წინააღმდეგ არის მიმართული

რუსეთმა „გადაჭრით დაგმო“ პალესტინელთა მოძრაობის ჰამასის (აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული) პოლიტიკური ხელმძღვანელის, ისმაილ ჰანიეს მოკვლა და გამოთქვა გაფრთხილება, რომ ამას შეიძლება ახალი დაძაბულობა მოჰყვეს ახლო აღმოსავლეთში.
31 ივლისს ჰამასმა გამოაცხადა, რომ ჰანიე თეირანში მის რეზიდენციაზე ისრაელის სარაკეტო თავდასხმით მოკლეს.
„გადაჭრით ვგმობთ ამ თავდასხმას, ვთვლით, რომ ამგვარი მოქმედებები მიმართულია რეგიონში მშვიდობის აღდგენის მცდელობის წინააღმდეგ და შეუძლია არსებითი დესტაბილიზაციის გამოწვევა ისედაც დაძაბულ ვითარებაში“ - თქვა კრემლის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა.
უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ ბოგდანოვმა თავდასხმას რუსეთის მედიასთან საუბარში უწოდა „სრულიად მიუღებელი პოლიტიკური მკვლელობა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ჰანიეს ისრაელ-პალესტინელთან კონფლიქტის განსახილველად კრემლში უმასპინძლა 2022 წლის სექტემბერში.
მოსკოვი ცდილობდა ახლო აღმოსავლეთის ყველა ძალასთან თბილ ურთიერთობებს, მაგრამ ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შემდეგ ჩამოშორდა ისრაელს და უფრო ირანისა და ჰამასისკენ გადაიხარა.
„ეჭვი არ არის, რომ ისმაილ ჰანიეს მოკვლა უკიდურესად უარყოფითად იმოქმედებს ჰამასსა და ისრაელს შორის შუამავლობით მიმდინარეო მოლაპარაკებაზე“ - ნათქვამია კრემლის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და არ გადადგან შემდგომი ნაბიჯები, „რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს რეგიონში უსაფრთხოების მკვეთრი გაუარესება და პროვოცირება გაუკეთოს ფართომასშტაბიან სამხედრო კონფრონტაციას“.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.