არქივი31 ივლისი, 2024, 15:50
ენტონი ბლინკენი „ჰამასის“ ლიდერის დაღუპვაზე - ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია - სპეკულირება ძალიან რთულია
ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით და მონაწილეობა არ მიგვიღია, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი თეირანში, საჰაერო თავდასხმის შედეგად, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს დაღუპვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.
„ეს არის ის, რის შესახებაც ჩვენ არ ვიცოდით ან მონაწილეობა არ მიგვიღია. სპეკულირება ძალიან რთულია“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა.
ამასთან, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა აუცილებელია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.