პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი გერმანიას დაემუქრა

რუსეთის ეროვნული უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი გერმანიას ემუქრება, რომ რუსული ტანკები შესაძლოა ბერლინის ცენტრში რაიხსტაგთან "გამოჩნდნენ". ამის შესახებ მედვედევმა Х-ზე დაწერა.
"გერმანულმა გაზეთმა Bild-მა გამოაქვეყნა რევანშისტული სტატია, რომელშიც ამაყად აცხადებს გერმანული ტანკების რუსეთის მიწაზე დაბრუნების შესახებ, საპასუხოდ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უახლესი რუსული ტანკები რესპუბლიკის მოედანზე გამოჩნდნენ."- წერს მედვედევი.
რესპუბლიკის მოედანი (Platz d. Republik) მდებარეობს გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ცენტრში, რაიხსტაგის შენობის წინ.
Bild-ის სტატიაში, რომელსაც მედვედევი ახსენებს, საუბარია კურსკის რეგიონში უკრაინის სამხედრო ოპერაციაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.