არქივი1 ივლისი, 2024, 12:11
რუსეთი: გავანადგურეთ 36 უკრაინული დრონი
რუსეთის მტკიცებით, 1 ივლისის ღამეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა 36 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
"შეჩერებულია კიევის რეჟიმის მიერ დაგეგმილი ტერორისტული აქტი". – წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში.
უწყების მტკიცებით, 18 დრონი ჩამოგდებულია ბრანსკის ოლქში, ასევე 9-9 საფრენი აპარატი განადგურებულია ბელგოროდსა და კურსკში.
დაღუპულთა და დაშავებულთა შორის ინფორმაცია არ ვრცელდება.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.