ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთი: გავანადგურეთ 19 უკრაინული დრონი, არიან დაშავებულები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 19 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა 19 უკრაინული დრონი გაანადგურეს.
უწყების ცნობით, 11 დრონი გაანადგურეს კურსკის ოლქში, 3 ბელგოროდში, 5 ოკუპირებულ ყირიმსა და შავი ზღვის აკვატორიაში.
კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თქმით, იერიშის შედეგად დაიჭრა 2 ადამიანი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.
ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა 7 საცხოვრებელი სახლი, დაიჭრა ერთი ადამიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.