არქივი14 დეკემბერი, 2023, 06:54
რუსეთი: გავანადგურეთ მოსკოვის მიმართულებით გაშვებული 9 უკრაინული დრონი
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით 14 დეკემბრის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა 9 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.
უწყების მონაცემებით დრონები მოსკოვისა და კალუჟის ოლქების მიმართულებით იყო გაშვებული.
მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა დაადასტურა, რომ მოსკოვთან ახლოს, ნარო-ფომინსკის საქალაქო ოლქში ორი, დედაქალაქისკენ მოძრავი დრონია განადგურებული. მისი მონაცემებით ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას დაშავებულები არ არიან.
14 დეკემბრის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე 41 უპილოტო საფრენი აპარატით მიიტანა იერიში.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.