ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

არ გაგიკვირდეთ – რუსეთი სამხრეთ კორეას სანქციების საპასუხო ზომებით ემუქრება

27 დეკემბერს მოსკოვმა სამხრეთ კორეა გააფრთხილა, რომ "არ გაუკვირდეს", თუ სანქცირებული საქონლის სიის გაფართოებისთვის რუსეთისგან პასუხს მიიღებს.
"ეს არის ვაშინგტონის ბრძანებით გადადგმული არამეგობრული ნაბიჯი. ეს თავად სამხრეთ კორეის ეკონომიკასა და ინდუსტრიას დააზარალებს... ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ საპასუხო, და არა აუცილებლად სიმეტრიული ზომები. მათ ეს არ უნდა გაუკვირდეთ". - თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ.
სამხრეთ კორეამ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ სანქციებს გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება 27 დეკემბერს მიიღო. აზიური ქვეყანა აღნიშნულ ქვეყნებში ექსპორტის შეზღუდვას დამატებით 682 საქონელზე, მათ შორის ბატარეებზე, ექსკავატორებსა და მსხვილ მანქანებზე აწესებს.
ჯამში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სამხრეთ კორეამ რუსეთსა და ბელარუსში 1 159 საქონლის ექსპორტი აკრძალა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.