რუსეთი ამბობს, რომ ირანთან თანამშრომლობის შეთანხმების გაფორმებას აჩქარებს

და ირანი აცხადებენ, რომ ისინი “მნიშვნელოვან სახელმწიფოთაშორის შეთანხმებაზე” მუშაობას დააჩქარებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამშაბათს ისაუბრეს.
განცხადებაში არ დაკონკრეტებულა, რა მასშტაბის იქნება ეს შეთანხმება, რომელიც მოსკოვსა და თეირანს შორის მზარდი პოლიტიკური, სავაჭრო და სამხედრო კავშირების პარალელურად უნდა გაფორმდეს. ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავებას შეერთებული შტატები შემაშფოთებლად მიიჩნევს.
მოსკოვში ამბობენ, რომ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების ორშაბათს გამართული სატელეფონო ზარისას შეთანხმდნენ, რომ დააჩქარებენ იმ ხელშეკრულებაზე მუშაობას, რომელიც “მზაობის მაღალ საფეხურზეა”.
გასულ კვირას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ირანის პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისის 5 საათის განმავლობაში ესაუბრა. ირანი უკვე თვეებია მოსკოვს ირანული წარმოების დრონებს აწვდის, რომელსაც მოსკოვი ში ომში აქტიურად იყენებს. დასავლეთში შიშობენ, რომ ამერიკის მოწინააღმდეგეებმა – ირანმა და ჩრდილოეთ კორეამ შესაძლოა რუსეთს დახმარება გაუწიონ მეზობელი ქვვეყნის წინააღმდეგ ბრძოლაში.
კრემლმა გასულ თვეში განაცხადა, რომ ირანთან ურთიერთობებს აღრმავებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის კუთხითაც. თუმცა დამატებითი დეტალები ცნობილი არაა. კრემლმა ასევე არ უპასუხა თეთრი სახლის ბრალდებებს იმის თაობაზე, რომ ირანმა შესაძლოა რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდება გადაწყვიტოს. რუსეთის ირანთან თანამშრომლობა აშფოთებს ისრაელსაც, რომლისთვისაც ირანი მტრულად განწყობილი სახელმწიფოა. მ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ამ თანამშრომლლობას “საშიში” უწოდა და დაგმო კიდეც.
ირანის ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ რუსეთთან თანამშრომლობა “ყოველდღიურად ღრმავდება”. თეირანის განცხადებით, გასულ თვეში დასრულდა საჭირო ღონისიებები იმისთვის, რომ რუსეთმა მას “სუ-35” საბრძოლო თვითმფრინავები და “მი-28” მოიერიშე ვევრტმფრენები, ასევე “იაკ-130” პილოტთა საწვრთნელი საჰაერო ხომალდები მიაწოდოს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ვენეციის კომისიასთან პარანოიალური იდეებით ბრძოლა, თითქოს მათ დასკვნა ვიღაცამ დააწერინა ან ვინმე მართავს, მიუთითებს, რომ ხელისუფლებას რაციონალური ნაბიჯების რესურსი არ დარჩა