“მოსკოვ-კიევის სავარაუდო მოლაპარაკება-შეთანხმების ერთ-ერთ ალტერნატივად შეიძლება „ომის დე-ფაქტო გაყინვა“ იყოს”

ბრიტანული გაზეთის „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 19 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ს და მის მხარდამჭერებს გამარჯვებისათვის საიმედო და სარწმუნო გზა ჭირდებათ“, რომლის ავტორია ჟურნალისტი გიდეონ რიხმანი – გაზეთის მთავარი საერთაშორისო მიმომხილველი.

kvirispalitra.ge გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონბასში და დნეპრისპირეთში მიმდინარე ომს დასავლეთისათვის საკვანძო მიზანი აქვს: უკრაინის დამოუკიდებლობის დაცვა. მაგრამ უკრაინა ახალ წელს იარაღისა და საბრძოლო მასალების გარეშე ხვდება. უკრაინას არ აქვს ფული და არც აქტიური დიპლომატიური მხარდაჭერა. ამ უმწვავეს პრობლემებს ერთი საფუძველი და ერთი მიზეზი აქვთ: არც კიევს და არც მის დასავლელ მხარდამჭერებს წარმოდგენა არ აქვთ, თუ როგორ უნდა მიაღწიონ რუსეთზე გამარჯვებას. და თუ დასავლელი სტრატეგოსები რამეს არ მოიფიქრებენ, უკრაინის მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო შესუსტდება.

დღევანდელი სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება იმ მდგომარეობიდან, რაც ერთი წლის წინ იყო. იმ დროს კიევს და მის მოკავშირეებს, ავად თუ კარგად, მაგრამ მაინც მკაფიოდ ჰქონდათ დაგეგმილი, თუ რა უნდა გაკეთებულიყო: არმიის მომზადება, გაზაფხულის ბოლოს ან ზაფხულის დასაწყისში კონტრშეტევაზე გადასვლა, მტრის ზღუდეების გარღვევა, აზოვის ზღვის ნაპირზე გასვლა და, სათვის საფრთხის შექმნა. „მტრედებს“ იმედი ჰქონდათ, რომ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდებოდა, მოსკოვს მოლაპარაკებას აიძულებდნენ უკრაინის პირობების გათვალისწინებით. „ქორები“ კი იმაზეც ლაპარაკობდნენ, რომ სამხედრო მოქმედებები ყირიმზეც გაევრცელებინათ და ამით რუსეთში ს დამხობა დაეჩქარებინათ.

მაგრამ უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაიშალა. – ვერც „მტრედებმა“ და ვერც „ქორებმა“ თავისას ვერ მიაღწიეს: გამარჯვების არც ერთი თეორია არ განხორციელებულა.

2024 წლის პერსპექტივა კიდევ უფრო პირქუში და ბნელი ჩანს. უკრაინის ჯარი „შიმშილობამდეა“ მიყვანილი – კიევს საბრძოლო მასალები ეწურება და მკაცრ ნორმირებაზეა გადასული. ევროკავშირი და ვერა და ვერ ათანხმებენ სამხედრო დახმარების პაკეტების მიღებას. დასავლელი ლიდერების ადრინდელი ამაყი განცხადებები – „დავეხმარებით უკრაინას იმდენად, რამდენადაც საჭირო იქნებაო“, – თანდათან დავიწყებას მიეცა. ახლახან კი ჯო ბაიდენმა ახალი ფორმულირება შემოგვთავაზა, რომელიც ავბედითად ჟღერს: „უკრაინას დავეხმარებით იმდენად, რამდენადაც ჯერ-ჯერობით შეგვიძლია“.

უკრაინის ბრძოლა იარაღის დეფიციტის პირობებში მარცხის ტოლფასი იქნება. დასავლეთმა რაღაც გადამწყვეტი ნაბიჯი უნდა გადადგას, თორემ ფრონტზე მყოფი ჯარის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდება. ვლადიმერ პუტინი კრემლში სიამოვნებისაგან უკვე ხელებს იფშვნეტს: იგი ხედავს, რომ გარე დახმარების გარეშე კიევს გარდაუვალი კრახი ემუქრება.

ამჟამად მთავარი საფრთხე ისაა, რომ თუ 2023 წელი სათვის კონტრშეტევის წლად ითვლებოდა, ახლა 2024 წელი ს არმიის კონტრშეტევის წელი იქნება – თავდაცვიდან იერიშზე გადასვლის დრო. და თუ ყველაზე ნეგატიურ სცენარს დავუჯერებთ, დღევანდელი „იარაღით შიმშილობის“ გაგრძელების პირობებში ზაფხულის დასაწყისისათვის უკრაინა უბედურებაში აღმოჩნდება.

რა თქმა უნდა, ჩვენ გვჯერა, რომ ბოლოსდაბოლოს, დასავლური დახმარების პაკეტი შეთანხმდება. ეს საკმარისი იქნება, რომ ვლადიმერ პუტინის არმია შეჩერდეს, თუ ის მართლაც გადავა კონტრშეტევაზე. მაგრამ იმ სიტუაციაშიც კი, თუ უკრაინის არმია რუსული ჯარის შეტევას შეაჩერებს და საომარი მოქმედებები პოზიციური გახდება, მდგომარეობა მაინც რუსეთის მხარეზე იქნება. მოსკოვმაც და კიევმაც გააცნობიერეს, თუ რამდენად მყიფეა დასავლური მხარდაჭერა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის დანაკარგები საშინელია – აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, კრემლმა დაღუპული და დაჭრილების სახით, 315 ათასი ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინამაც ამ მხრივ არანაკლები ზარალი განიცადა. მხედველობაშია მისაღები, რომ უკრაინის მოსახლეობა დღეისათვის 40 მილიონზე ნაკლებია, მაშინ როცა რუსეთის მცხოვრებთა რაოდენობა 140 მილიონს აღწევს. ანუ კრემლს ცოცხალი ძალის რესურსი ოთხჯერ მეტი აქვს, ვიდრე კიევს.

აშშ-ში უკრაინისათვის დახმარების გაწევისადმი წინააღმდეგობა საშინაო პრობლემებით და სპეციფიკური მომენტებით არის განპირობებული, მათ შორის იმითაც, რომ 2024 წელი საპრეზიდენტო არჩევნების წელს წარმოადგენს. მაგრამ ამერიკულ ოპტიმიზმს ყველაზე დიდი დარტყმა მაინც უკრაინის არმიის კონტრშეტევის ჩაშლამ მიაყენა – ამერიკულ საზოგადოებაში სკეპტიციზმი გაჩნდა უკრაინის პერსპექტივასთან დაკავშირებით. დღეს კიევი აცხადებს, რომ შეეცდება გამარჯვება ნებისმიერ ფასად მიაღწიოს, მაგრამ მან ჯერ უნდა განსაზღვროს, რას ნიშნავს „ნებისმიერი ფასი“.

ახლა ისეთი სიტუაცია ახლოვდება, რომ თუ კიევს გამარჯვების დამარწმუნებელი მტკიცე თეორია არ ექნება, მასზე ზეწოლა გაძლიერდება, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყების მიზნით. პრობლემა ისაა, შეასრულებს თუ არა კრემლი მოლაპარაკების პირობებს? უკრაინა, ალბათ, შეიძლება ისეთი შეთანხმების დადებაზეც კი დათანხმდეს, რომელიც ტერიტორიულ დათმობას ითვალისწინებს, თუ რუსეთი მტკიცედ ივალდებულებს მშვიდობის დაცვას. მაგრამ უკრაინელ ჩინოვნიკებს შეუძლიათ ბევრი ისეთი დოკუმენტის გახსენება, რომლებზეც ვლადიმერ პუტინმა ჯერ ხელი მოაწერა, შემდეგ კი ურცხვად დაარღვია. ისინი თვლიან, რუსეთი, უბრალოდ, ისარგებლებს დაზავებით და მშვიდობიან დროს თავის სასარგებლოდ – არმიის გადაიარაღებისა და ომის განახლებისათვის გამოიყენებს.

მოსკოვ-კიევის სავარაუდო მოლაპარაკება-შეთანხმების ერთ-ერთ ალტერნატივად შეიძლება „ომის დე-ფაქტო გაყინვა“ იყოს. ამ სცენარის მიხედვით უკრაინა უპირატესად თავდაცვით პოზიციებს დაიკავებს და შეეცდება რუსეთის წინსვლა შეაჩეროს, იმავდროულად ბრძოლების სიმწვავე თანდათან მოიკლებს. რასაკვირველია, იქნება ცალკეული შეტაკებები, მაგრამ მასშტაბური შეტევები შეწყდება.

შუალედური სიტუაცია – დაახლოებით ისეთი, რომელიც ჩამოყალიბდება კონფლიქტის გაყინვასა და ფორმალურ სამშვიდობო ხელშეკრულების დადებას შორის – მხარეთა დაზავებაში იქნება გამოხატული. ორივე მხარე მოილაპარაკებს მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე და ამ დროს არცერთი ფუძემდებლური პოლიტიკური საკითხი არ იქნება განხილული. ამგვარი ვითარების პირველსახედ შეიძლება კორეის ომის დასრულება წარმოვიდგინოთ: 1953 წელს ცეცხლი დროებითი ზავით შეწყდა და გაივლო მხარეთა დამაშორიშორებელი სადემარკაციო ხაზი, რომელიც დღესაც ძალაშია [ანუ იურიდიულად მხარეები ისევ ომის მდგომარეობაში არიან, ფაქტიურად კი ომი არ მიმდინარეობს]. კორეის ნახევარკუნძული სამხრეთად და ჩრდილოეთად არის გაყოფილი.

ზავის კორეული მოდელი უკრაინის გამარჯვებისათვის ერთგვარ სიახლედ და საყურადღებოდ უნდა ჩავთვალოთ: როგორც კი კორეის ნახევარკუნძულზე საომარი მოქმედებები შეწყდა, სამხრეთკორეელებმა პაუზით ისარგებლეს – ეკონომიკის სწრაფი განვითარება დაიწყეს და ამ საქმეში დიდ წარმატებას მიაღწიეს.

მნიშვნელოვანია ავღნიშნოთ, რომ უკრაინას შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს და ოდესის ნავსადგურს აკონტროლებს. გარდა ამისა, უკრაინისათვის მწვანე შუქია ანთებული ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით, რაც ფინანსურ დახმარებებსაც ითვალისწინებს. შესაბამისად, თუ უკრაინელები და მათი დასავლელი მოკავშირეები სწორად იმოქმედებენ, ეკონომიკა აღდგება და ქვეყანა გაძლიერდება.

დღეს უკრაინის ყველაზე აქტიური მომხრეებიც კი იმაზე ლაპარაკობენ, რომ კიევი უნდა შეურიგდეს კონფლიქტის გაყინვას, თუმცა ისე, რომ გამარჯვების გამოცხადების შესაძლებლობა ჰქონდეს. „ჩვენ ფურცელი უნდა გადავაბრუნოთ და იმავდროულად განვაცხადოთ, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდა და თავის მიზნებს ვერ მიაღწია“, – ამბობს ერთ-ერთი ყოფილი ამერიკელი ჩინოვნიკი.

უკრაინა ჯერ კიდევ უპრეცედენტო საერთაშორისო მხარდაჭერით და პატივისცემით სარგებლობს. ქვეყანა დიდ და საშინელ ფასს იხდის ამ ომში, მაგრამ მისი როგორც დამოუკიდებელი, ამაყი და თვითმყოფადი კულტურის მქონე ერის სტატუსის წაშლა არავის არ ძალუძს. უკრაინის გამარჯვება ისტორიის უდიდესი ცვლილების აღმნიშვნელი გახდება.

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის