არქივი10 მაისი, 2024, 07:23
რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოსკოვთან დრონი ჩამოაგდეს
რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა მოსკოვისგან სამხრეთით დრონი ჩამოაგდეს. ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სობიანინის მიხედვით, დრონი, რომელიც მოსკოვისკენ მიფრინავდა პოდოლსკის რაიონში ჩამოაგდეს.
ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღამის განმავლობაში მოსკოვის, ბრიანსკისა და ბელგოროდის რეგიონებში ხუთი დრონი ჩამოაგდეს.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.