ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსეთის მტკიცებით, 4 ATACMS-ი ჩამოაგდეს, თუმცა დამამტკიცებელ საბუთებს არ ავრცელებენ

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ გასულ ღამეს ჩამოაგდეს 4 ამერიკული მაღალი სიზუსტისა და შორი რადიუსის მქონე რაკეტა ATACMS-ი, რომელიც კიევმა გასულ დღეებში მიიღო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შესაბამისი განცხადება დილის საათებში გამოაქვეყნა. როგორც უწყებაში ირწმუნებოდნენ, რაკეტების სამიზნე ოკუპირებული ყირიმი იყო.
თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გაუვრცელებია, რაც საეჭვოა, რადგან დიდი მნიშვნელობის მქონე ATACMS-ების ჩამოგდების ამსახველ მასალებს რუსეთი თავის სასიკეთოდ გამოიყენებდა. ყირიმში აფეთქებების ხმების ცნობები არც ტელეგრამ-არხებზე გავრცელებულა.
გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ აშშ-მ უკრაინას ATACMS-ის რაკეტები, რომელთა რადიუსიც 300 კილომეტრია, საიდუმლოდ გადასცა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.