რუსეთის ჯარებმა კიევს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

რუსეთის ჯარებმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე და კიევის ოლქზე მასირებული შეტევა მიიტანეს ჯერ უპილოტო საფრენი აპარატებით, შემდეგ კი რაკეტებით.
4 ივლისის დილის ექვსი საათისთვის ცნობილია, რომ კიევში დაშავდა 14 ადამიანი, რომელთანაგ 12-ს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო იუწყება.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქის ექვს რაიონში დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები. გაჩნდა ხანძრები.
კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, ბუჩის და ფასტოვის რაიონებში დაზიანებულია მრავალბინიანი და კერძო სახლები.
რუსეთის მორიგი მასირებული შეტევა 3 ივლისის ღამიდან დაიწყო. კიევსა და კიევის ოლქში გამოცხადდა საჰაერო განგაში, რომლის დროსაც მოქალაქეები ვალდებული არიან თავშესაფრებში გადავიდნენ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი: ჩაშვება, დაბეზღება, დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა, დემოკრატიული ძალები შეშინებულად გამოიყურებიან, აქციების ანონსიც გვეშინია – წასაშლელია პარტიული ხაზები, “ერთ პარტიად” გამოვაცხადოთ სამშობლო