რუსეთის ჯარებმა დაბომბეს ხარკოვი, დაიღუპა პოლიციელი

რუსეთის არმიამ 1 ნოემბერს კიდევ ერთხელ დაბომბა უკრაინის ქალაქი ხარკოვი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმის სამიზნე იყო შენობა, სადაც პოლიცია იყო დისლოცირებული. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსმა, ივან ვიხოვსკიმ Facebook-ზე დაწერა, რომ თავდასხმას მინიმუმ ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, 26 პოლიციელი და ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.
რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ შენობა, სადაც პოლიცია იყოგ ანთავსებული, უკრაინის ეროვნული გვარდიის აკადემია იყო. ამის ოფიციალური დადასტურება არ მოიპოვება.
ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეჰ სინეგუბოვმა ასევე განაცხადა, რომ რუსული S-300 რაკეტა კერძო საცხოვრებელ შენობას მოხვდა. დაშავებულია ოთხი ადამიანი: კაცი და სამი ქალი.
ყველა მათგანი მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის მდგომარეობაშია. დაბომბვის შედეგად დაზიანდა 20 სახლი, როგორც კერძო, ასევე მრავალსართულიანი.
რუსეთი ყოველდღე დაბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ის მხოლოდ სამხედრო ობიექტებს ესხმის თავს. მოსკოვი მშვიდობიან მოქალაქეთა შორის მსხვერპლზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებაზე კომენტარს არ აკეთებს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – გორში ნახეთ სადიზმის დონე, ხელისუფლებას ვერ გადაუწყვეტია, წესიერ კაცს შეტენონ, რომ ტერორისტია, თუ ფორმალურად ვიღაცებს შეახოცონ ხელი – ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა